პროდუქტი | Jobers

LTU Extreme-Range

615.85 ₾
ბრენდი: Ubiquiti
SKU: 03571
სტატუსი: მარაგშია

მახასიათებლები

უახლესი LTU ტექნოლოგია წარმოადგენს airMAX ტექნოლოგიის ევოლუციას და დაფუძნებულია Ubiquiti-ის საკუთარ ჩიპსეტზე, რომელიც იყენებს LTU პროტოკოლს. გაზრდილი მოდულაციითა და სიგნალის სპექტრის ეფექტურობით, LTU უზრუნველყოფს უფრო მაღალ გამტარუნარიანობას.

ფუნქციონალური შესაძლებლობები
მოდულაცია: AirMax იყენებს მაქსიმუმ 256 QAM მოდულაციას, ხოლო LTU შეუძლია უფრო მაღალი, 1024 QAM მოდულაციის გამოყენება.
სპექტრული ეფექტურობა: LTU-ს მაღალი ეფექტურობა საშუალებას აძლევს ერთსა და იმავე სიხშირეში მეტი ტრაფიკი გაატაროს, airMAX-თან შედარებით - „მეტი ბიტი თითო ჰერცში“
პროგრამული განახლებები - Ubiquiti-ს შეუძლია განახლებით გაზარდოს მოწყობილობის წარმადობა.
შენიშვნა 1: სარელეო კავშირის დროს, თუ ერთ მხარეს გამოიყენება AirMax ანტენა, ხოლო მეორე მხარეს LTU, ლინკი არ იმუშავებს. მათი პროტოკოლები განსხვავდება და ერთმანეთთან შეუთავსებელია.
შენიშვნა 2: მოწყობილობაზე ნაგულისხმევად (default) დაყენებულია PTMP firmware (Point-to-MultiPoint), Station რეჟიმში.
თუ მოწყობილობის გამოყენებას გეგმავთ PTP (Point-to-Point) ლინკის ასაწყობად, აუცილებელია firmware-ის შეცვლა და v1.x.x ვერსიის დაყენება.
Firmware-ის გადმოსაწერი ბმული: https://ui.com/download/ltu