პროდუქტი | Jobers

კვების ბლოკი/დამტენი - 48V/750W, MEAN WELL

482.07 ₾
ბრენდი: MEAN WELL
SKU: 03428
სტატუსი: მარაგშია

მახასიათებლები

MEAN WELL-ის ბრენდის NPP-750 სერიის 48V / 750Wკვების ბლოკი წარმოადგენს მაღალი საიმედოობის მქონე მრავალფუნქციურ მოწყობილობას, რომელიც თავის თავში აერთიანებს ენერგიის წყაროსა და აკუმულატორის დამმუხტველის ფუნქციებს. იდეალურია სამრეწველო, სატელეკომუნიკაციო, უსაფრთხოების და ავტომატიზაციის სისტემებისთვის, სადაც საჭიროა სტაბილური დენის მიწოდება ან/და ბატარეების ეფექტური დამუხტვა.
მოწყობილობა აღჭურვილია აქტიური გაგრილების სისტემით (Thermal controlled DC fan), რომელიცტემპერატურის მიხედვით არეგულირებს ქულერის სიჩქარეს, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ და საიმედო მუშაობას-30°C-დან +70°C-მდეტემპერატურულ დიაპაზონში.
NPP-750-48 მოდელი გამოირჩევა მაღალი ეფექტურობითა და გამომავალი ძაბვის ფართო დიაპაზონით. შესაძლებელია ვამუშაოთ, როგორც მუდმივი დენის წყაროდ, ასევე სამსაფეხურიან დამმუხტველად (CC/CV/Float) ტყვია-მჟავისGEL და AGM ტიპის აკუმულატორებისთვის.გამომავალი ძაბვისა და დენის პარამეტრები რეგულირებადია ჩაშენებული პოტენციომეტრების მეშვეობით.
მოწყობილობას აქვს მრავალდონიანი დაცვის მექანიზმები: მოკლედ შერთვისგან, გადატვირთვისგან, გადაძაბვისგან და გადახურებისგან დაცვა, ასევე აქვს ავტომატური აღდგენის მექანიზმი. ჩაშენებული Remote ON/OFF კონტროლი და DC OK / Battery Full სიგნალი საშუალებას იძლევა მარტივად ინტეგრირდეს ავტომატიზაციის ან მონიტორინგის სისტემებში.
პროდუქტი შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს: IEC/EN/UL 62368-1, IEC/EN60335-1/-2-29, EAC TP TC 004, BS EN/EN55032, EN61000-3-2, EN61000-4-5 და სხვა.